რეზონანსი
19.06.2023

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე ამბობს, რომ კომპანია წლებია ზარალიანია და გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის მიუხედავად, ხელფასების 20%-იანი ზრდა ალოგიკურია.

„სამწუხაროდ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პირმა მიმართა პროტესტის რადიკალურ ფორმას, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ყველა საკითხზე შევჯერდით. წინააღმდეგობა შეგვექმნა მხოლოდ ხელფასის მატებაზე. ცალსახად ითხოვენ 20%-ს. კომპანია წლებია ზარალიანია, კრიზისი გრძელდება. სახელმწიფომ შემოგვთავაზა კომისიის შექმნა. ჩვენი მხრიდან მზაობაა, რომ დამოუკიდებელი აუდიტი შემოვიდეს. ამის მიუხედავად სამწუხაროდ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა“, - განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს.

„ვფიქრობ, ხელფასის მატება მიბმული უნდა იყოს სამომავლო ფინანსურ შედეგებზე. ჩვენ ანაზღაურების მხოლოდ 5%-ით გაზრდა შეგვიძლია. რა ციფრია დარჩენილი 15%? ეს არის ჩვენი სახელფასო ფონდიდან - 10 მილიონი დოლარი. ჩვენი ფინანსური ზარალი ამ დროისთვის 12 მილიონია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მიიღო კომპანიისთვის ფინანსური ვალდებულებების გადავადების გადაწყვეტილება, ამ ფონზე ხელფასების ზრდა მაინც ალოგიკურია“, - განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა კომპანიაში დამოუკიდებელი აუდიტი შევიდეს და იქ არსებული ფინანსური მდგომარეობა შეისწავლოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×