რეზონანსი
19.06.2023

„ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პროგრესი ნამდვილად არის.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად ასრულებს მედიკოსების რეკომენდაციებს.

„სტაბილურია მისი მდგომარეობა და შეიძლება ითქვას, რომ პროგრესი ნამდვილად არის. პაციენტი ბევრად უფრო გააქტიურებულია, მოძრაობს. უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, თუმცა ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს. იყენებს დამხმარე საშუალებასაც, მაგრამ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილებაც. კალორიულობის მხრივ, ვისურვებდით რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს რეკომენდაციები", - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×