რეზონანსი
19.06.2023

ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, ნათქვამია, რომ უკრაინამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად შვიდიდან ორი პირობა დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინას შვიდი პირობა დაუწესა - მათ შორის სასამართლო რეფორმა და კორუფციის შეზღუდვა. უკრაინას მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელს სურს.

ევროკავშირის ორმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინა ამ დროისთვის ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ეს ეხება სასამართლო რეფორმასა და მედიის შესახებ კანონს და დასძინა, რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იქნება დადებით მხარეებზე.

„არის პროგრესი. ანგარიში ზომიერად დადებითი იქნება. საუბარია არა რეალობის შელამაზებაზე, არამედ პროგრესის აღიარებაზე", - აღნიშნა ოფიციალურმა წყარომ.

„უკრაინის მიმართ ამ მომენტში ნეგატიურ ტონს არასდროს მივიღებთ. სასამართლო სისტემის რეფორმებმა გარკვეული პროგრესი განიცადა, თუმცა [რეფორმა] ჯერ კიდევ არის გასატარებელი. ყველაფერი არ არის დამაკმაყოფილებელი", - განუცხადა Reuters-ს კიდევ ერთმა ოფიციალურმა წყარომ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×