რეზონანსი
19.06.2023

"ევროპელებს საქართველოსთან დაკავშირებით სამი სახის გამოსავალი აქვთ" - ამ სათაურით ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს რობერტ შუმანის ფონდი და საქართველოს ევროპული მომავალზე წერს:

რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას და როგორი იქნება ქვეყნის ევროპული მომავალი, ამ ყველაფერზე კვლევითი ცენტრი ვრცლად ეხება იმას, თუ როგორ ვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები.

სტატიაში საუბარია იმაზეც, რა ვარიანტებს განიხილავს დღეს ევროპა, მიანიჭოს თუ არ მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

"ევროპელებს სამი სახის გამოსავალი აქვთ:

1. არ მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რითაც შეიძლება დასაჯონ საქართველოს მთავრობა, რომელიც ყველაფერს აკეთებს დასავლეთთან კავშირების გასაწყვეტად. თუმცა, ეს ასევე იქება მთელი ქართველი ხალხის დასჯა, რომლის 80%-ზე მეტი ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის. ამ უარს შეიძლება მოჰყვეს ძლიერი სახალხი პროტესტი. რადგან ისტორიულ მატარებელზე ჩამორჩენის შიში ძლიერია ქვეყანაში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი კიევი ნამდვილად დაიწყებს გაწევრიანების პროცედურებს 2024 წლიდან.

2. ქართველი ხალხის ნების შესრულების მიზნით კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამავე დროს არსებული ხელისუფლების გაძლიერება რადგან მას შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ მოიპოვა ის, რაც ხალხს სურდა. რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მას ხელს არ შეუშლის, რომ განახორციელოს ანტიდასავლური პოლიტიკა

3. გადაწყვეტილების მიღების გადადება ან სტატუსის მინიჭება გარკვეული პირობით, (შეუსურლებელი პრიორიტეტების, განხორციელება, 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი საკანონმდებლო არჩევნების ჩატარება და ა. შ) "- საუბარია კვლევითი ცენტრის განცხადებაში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×