რეზონანსი
20.06.2023

"ხალხის ძალა" განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩი "ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს აფინანსებს", შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტები ამ განცხადებას ანტიდასავლურს უწოდებს და განმარტავენ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებზე ნეგატიურად აისახება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო წლების რეჟიმს დაემსგავსა.

"როგორც წლების განმავლობაში, წარსულში, მათი მხარდამჭერი, "ქართულ ოცნებას" გავახსენებდი, 2011-12 წლებში როგორ ექცეოდა "ნაციონალური მოძრაობა", მათ შორის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ახალგაზრდებს და ზოგადად, ოპონენტებს. როგორ არ რცხვენიათ, რომ იმეორებენ და ამართლებენ "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ბოლო წლებში გამოყენებული მეთოდების გამეორებას საკუთარი ხელისუფლების მხრიდან, როგორც არ რცხვენიათ, რომ ასე ერთი ერთში დაემსგავსნენ ნაცმოძრაობის ბოლო წლების რეჟიმს?!" - აცხადებს ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ "ხალხის ძალა" ჩვეულ სტილში აგრძელებს თავდასხმას შეერთებულ შტატებზე.

"ხალხის ძალა თავის ჩვეულ სტილში აგრძელებს თავდასხმას შეერთებულ შტატებზე და ახდენს პროვოცირებას მორიგი ძალადობის, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არ მოგვისმენია მათი მხრიდან არანაირი დაგმობა იმ ძალადობის, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან არის ორგანიზებული და მხარდაჭერილი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×