რეზონანსი
20.06.2023

აგრესია და ძალადობა ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია ამის წახალისება იმიტომ, რომ, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა შევამციროთ პოლარიზაცია და ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პუნქტი 12 რეკომენდაციიდან ეს არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„თუმცა, ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მზაობა და ვთქვა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის და არაერი განცხადება გაგვიკეთებია ჩვენ ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ამას სჭირდება მეორე მხარეც. ცალმხრივად ეს ვერ მოხდება და ძალიან გულდასაწყვეტია და ცუდია, რომ ამისკენ არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. მეტიც, ხდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წახალისება, რომლებიც დაკავებული არიან ძალადობით შეურაცხყოფით და ა.შ. არ გავაგრძელებ და არ შევალ სიღმეებში", - განაცხად კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×