რეზონანსი
20.06.2023

განსხვავებული მოსაზრებაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის მხრიდან შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია მისი წახალისება, რისი მცდელობაც აქვს ოპოზიციას.

"რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და ძალადობის რომელ ფაქტს ახალისებს "ქართული ოცნება?!" ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. როდესაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილს" ესვრიან, აქვთ მცდელობა, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კი გამოდიან და სურთ გმირად შერაცხონ ასეთი ადამიანი, ეს დამაზიანებელია," - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×