რეზონანსი
20.06.2023

ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყნის ყველა ინსტანციამ სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ყველამ იცის და ეს სასამართლოს მიერაც დადასტურდა.

"ყველამ იცის იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ჩაიდინა ნიკა გვარამიამ, რაც დადასტურდა სასამართლოს მიერ. სხვათა შორის, თავის დროზე, კამპანიაში ჩართული იყვნენ იგივე ადამიანები, რომელმაც გვარამიას ამ დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცეს. გახსოვთ, მაშინ მთელი კამპანია იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ხოლო, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ყველა ამ ოპოზიციურმა პარტიამ, NGO-ებმა და ა.შ. მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს იმისთვის, რომ შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დაახლოებით ორ წლით, ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა. სწორედ ამ შეჩერებამ მისცა გვარამიას დანაშაული ჩადენის საშუალება.

გვარამიამ იცოდა, რომ კანონიერი მფლობელისთვის მას „რუსთავი 2" გადასაცემი ექნებოდა, ისარგებლა ორწლიანი შეჩერების პერიოდით და სწორედ ამ ორ წელიწადში ტელეკომპანია 7 მლნ ლარით გაძარცვა. შესაბამისად, ამ დანაშაულზე გვარამიასთან ერთად პასუხისმგებელი არიან მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, NGO-ები და მათი უცხოელი პატრონები, მათ შორის ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით სხვანაირი ფორმით დღესაც საუბრობენ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×