რეზონანსი
20.06.2023

მოქალაქე ქრისტი მიქელაძე ფეისბუქით მის ოჯახზე მომხდარ თავდასხმაზე წერს. მისი ინფორმაციით, შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. მიქელაძე ამბობს, რომ თავდამსხმელი მეზობელი, 25 წლის რომან გიკაშვილია.

მიქელაძე შემთხვევის ადგილიდან ფოტო და ვიდეომასალა ავრცელებს, რომელიც მძიმე კადრებს შეიცავს:

"მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს შუაღამისას როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული სახლში შემოვიდა მეზობელი 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანი რომლის სახელიც ეხლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე, რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3-ჯერ გავაგდებინე დანა. ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს.

ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი მოუშვა გაზი და გაიქცა. რა თქმა უნდა, დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს ვინც გადაგვარჩინა და ყველას ძალიან. დიდი მადლობა ბინც ეს დღეები გვერდით დამიდგა.

ვინც დიდი ხანია მიცნობს იცის, 17 წლის ვიყავი დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2 წელი ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო.ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი ყოველდღე ვხვდებოდი რო ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი. დედას გარდაცვალებიდან 8 წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრამვა არ გამნელენია. ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8 წლის შემდეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრამვა, როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემს თვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფეეს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია.

ამის გამკეთებელს არასდროს ვაპატიებ მინდა ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს. ეს არის ჩემი ცხვორების პირველი ადამიანი ვინც მძულს, ვინც ერთადერთ მამას მიკლავდა. გისურვებ მთელი გულით, რაც ჩვენ მოგვაყენე, იმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არ უნდა არსებობდნენ. შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს, რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია, საბედნიეროდ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიზეზი უცნობია რის გამო კლავდა მამას და მე როგორც მოწმეს", - წერს ქრისტი მიქელაძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×