რეზონანსი
20.06.2023

რუსთავში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს რუსთავის მერია დილიდან ახორციელებს.

როგორც რუსთავის მერიაში აღნიშნავენ, სანიაღვრე არხმა, რომელიც ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის დასაცავად გასულ წლებში მოეწყო, თითქმის 8 საათიანი უწყვეტი ნალექის მიუხედავად ქალაქის ქუჩები დატბორვისგან დაიცვა.

მერიის შესაბამისი სამსახურები და ,,რუსთავ სერვისცენტრის" თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ დროისთვისაც ასუფთავებენ რუსთავის ქუჩებსა და სანიაღვრე ქსელს.

,,გასულ ღამეს რუსთავში მოსულ უხვ ნალექს ქალაქისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ წუთებშიც აგრძელებენ მუშაობას მერიის შესაბამისი სამსახურები, ,,რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებთან ერთად. ამ წუთებშიც ვაგრძელებთ მუშაობას, რომ უხვი ნალექის შემდეგ სანიაღვრე არხები გავწმინდოთ და ქალაქი დავასუფთაოთ", - განაცხადა ,,რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა, რევაზ გოგიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×