რეზონანსი
20.06.2023

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩინეთში საქართველოს ელჩის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვითარება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით რადიკალურად გაუმჯობესდა.

„გონს მოსულა ეს კაცი - არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი ნაცი იყო, ვაშაძის მიმდევარია თუ შალიკოს ფანჩატურის მეხოტბე - ვინც ობიექტურად აფასებს სიტუაციას, რა იყო რეჟიმის დროს და დღეს რა გვაქვს, როგორც ცა და დედამიწა, ისეთია განსხვავება. ბუნებრივია, გამოწვევები და ხარვეზები გვაქვს, ეს ჩემზე უმეტესად ბევრმა არ იცის, მაგრამ დანაშაულს არ ჩავდივართ ჩვენი მოსახლეობის წინაშე", - აცხადებს ზარქუა.

„ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩინეთში საქართველოს ელჩი მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვითარება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით რადიკალურად გაუმჯობესდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×