რეზონანსი
20.06.2023

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თუ არის ამერიკის შეერთებული შტატები, მიუღებელია ეს ორმაგი სტანდარტი, სადაც ერთი ხელით პარტნიორობას უწევენ ჩვენს ხელისუფლებას, საზოგადოებას, ქვეყანას, მეორე ხელით კი ახალისებენ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის ინსპირირებით არიან დაკავებულები, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა. „ხალხის ძალის" წევრმა აღნიშნა, რომ მათი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების მთავარი მოტივაცია ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესი იყო.

„საზოგადოებამ სიმართლე გაიგო, დაუდგა ქართულ ხელისუფლებას და ამიტომაც შევინარჩუნეთ დღეს მშვიდობა. აი ეს არის ყველაზე მთავარი - უსაფრთხოება და მშვიდობა. ჩვენი ინიციატივით, ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ამ მხილებით მივაღწიეთ იმას, რომ აქამდე მოვედით. მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს პროცესი არ გაჩერებულა. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს არჩევნებამდე, ამ პასუხამდე იქნება ეს გამოწვევები", - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×