რეზონანსი
20.06.2023

კითხვები, რომელიც ისმება „ხალხის ძალის" მხრიდან, ლეგიტიმურია. ეს კითხვები საზოგადოებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ზოგადად, მე ვიმედოვნებდი, რომ სტრატეგიული მეგობრებთან არ უნდა არსებობდეს ისეთი ღია სივრცეები, სადაც შეიძლება ასეთი კითხვის ნიშნები დაისვას, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„როდესაც ქვეყანა არის მოწინავე პოზიციებზე ღია მმართველობის კუთხით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის ძალიან გამჭვირვალე, პარტიების დაფინანსების საკითხიც არის ძალიან გამჭვირვალე, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ NGO-სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხს დავაყენებთ დღის წესრიგში. ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება ზოგადად „ხალხის ძალის" განცხადებაში დასმულ კითხვებს, საზოგადოების თვალთახედვით, გარკვეული კითხვის ნიშნები იყო ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ცალკეული გადაწყვეტილებების გამო, როდესაც არათანაბარ პოზიციაში აყენებდნენ ისინი სახელისუფლებო რგოლს და არასამთავრობო სექტორს. ჩვენ ვნახეთ სხვა მოცემულობებიც, როდესაც არასამთავრობო სექტორის კონკრეტული ნაწილი, რომლის დაფინანსებაც საბოლოოდ ჯამში იმ პირებთან მიდის, ვისკენაც იყო მიმართული „ხალხის ძალის" განცხადება, ეს NGO-სექტორი არა ჯანსაღად და სამართლებრივად, არამედ ძალადობრივად გეგმავდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, ბაკურიანის შეხვედრას ვგულისხმობ. კითხვები, რომელიც ისმება „ხალხის ძალის" მხრიდან, ლეგიტიმურია. ეს კითხვები საზოგადოებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ზოგადად, მე ვიმედოვნებდი, რომ სტრატეგიული მეგობრებთან არ უნდა არსებობდეს ისეთი ღია სივრცეები, სადაც შეიძლება ასეთი კითხვის ნიშნები დაისვას", - აცხადებს მათიკაშვილი.

„ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და ბრალს სდებს საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების ხელშეწყობაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×