რეზონანსი
22.06.2023

საქართველოს პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა მაუწყებლობის სფეროში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს, საქართველოში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი და 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი იყო.

მისივე თქმით, 2022 წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 755 ათასი შეადგინა, ხოლო ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 2.1%-ია. თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ გასული წლის მონაცემებით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 81.3%-ს შეადგენს.

კომიტეტზე კახა ბექაურმა მაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს, მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 79.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 73.6 მილიონი სატელევიზიო კომერციული რეკლამის, 6.3 მილიონი კი - რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×