რეზონანსი
22.06.2023

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს განსხვავებული მოლოდინები აქვთ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეკომენდაციები არ შესრულებულა, თუმცა იმედოვნებენ, რომ დასავლეთი საქართველოს შანსს მაინც მისცემს და ბრიუსელში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, დარწმუნებული ვარ, დამატებითი დათქმებით, თუ ეს ასე მოხდება, რომელთა განხორციელებასაც უკვე აუცილებლად შეძლებს მომავალი დემოკრატიული, პროდასავლური ხელისუფლება, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს საბოლოოდ არა მხოლოდ სტატუსი დათქმით, არამედ სრულფასოვანი წევრის სტატუსი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.

სკეპტიკურად არიან განწყობილი გიორგი გახარიას გუნდში :

"ჩვენ ვიცით ზუსტად, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ორი თუ სამია, რომელზეც შეიძლება იქვას, რომ შესრულებულია და დანარჩენი არის აბსოლუტურად, შინაარსობრივად შეუსრულებელი. რაღაც მოლოდინზე ზედმეტია საუბარი, რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკურად, რომლებიც განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხის ამ ქვეყანაში, ასეთი ტიპის რეკომენდაციები ხელისუფლებამ არ შეასრულა," - თქვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა.

თავის მხრივ, პროცესის ხელისშემშლელად ოპოზიციას ასახელებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ 12 პუნქტიდან მხოლოდ ერთი, ნომერ პირველი რეკომენდაცია დეპოლარიზაციის შესახებ ვერ სრულდება და ამის მიზეზი ოპოზიციის მიზანმიმართული ქმედებებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×