რეზონანსი
22.06.2023

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე. მან უბრალოდ გადადო თავისი სიცოცხლე საქართველოსთვის და პოლიტიკაში დაბრუნება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების შესახებ უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

„თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იყო როგორც თვითონ ამბობენ, მაშინ რატომ არ შემოუშვეს ევროკავშირის სპეციალური სამედიცინო მისია, პოლონელი ექსპერტები და ექიმებით დაკომპლექტებული? მიზეზი იყო ერთადერთი რამ, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არის ძალიან მძიმე. ის, რომ ადამიანმა თქვა ჩავერთვები პოლიტიკაში არ ნიშნავს იმას, რომ ის არის კარგად, უბრალოდ მან გადადო თავისი სიცოცხლე.

მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი მხარდამჭერი, რეალურად სოლიდარული მის მიმართ ბევრად მეტია იმიტომ, რომ ეს ადამიანები ხედავდნენ წლების განმავლობაში რა კეთდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს, რომ ჭაობიდან ამოიყვანა ქვეყანა და ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა. დანარჩენი რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ ამას გავიგებთ ძალიან მალე, მათ შორის მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში იტყვის თავისი გეგმების შესახებ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×