რეზონანსი
22.06.2023

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. უწყება ამბობს, რომ NCDC-დან მიიღეს შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

უწყება ამბობს, რომ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ხორცის სარეალიზაციო ობიექტში ( იურიდიული მისამართი: გორის რაიონი, სოფელი ფლავისმანი; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ივერთუბნის 131), სადაც, პაციენტის განცხადებით, რეგულარულად ყიდულობდა ღორის ხორცს.

"სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ბიზნესოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); დარღვეულია ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესი, რის გამოც ინდმეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე.

ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტიდან აიღო ღორის ხორცის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - წერს უწყება.

ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×