რეზონანსი
22.06.2023

დაღესტანში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა" იუწყება.

კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. ავარია ტრასაზე „კავკაზი" მოხდა. „ტოიოტა ქამრი" მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

ამის შემდეგ სატვირთო სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა, რომელიც ხასავიურტიდან მოსკოვში მიდიოდა.

შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიაში „ტოიოტას" მძღოლია დამნაშავე, პოლიციის ინფორმაციით, ბოლო 4 თვეში მას 29 გადაუხდელი ჯარიმა დაუფიქსირა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისა და საპირისპირო ზოლზე გადასვლის გამო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×