რეზონანსი
22.06.2023

იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ექსპრეზიდენტმა ამჯერად Twitter-ზე გამოაქვეყნა. როგორც პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის" ხელმძღვანელმა „ქრონიკაში" აღნიშნა, ის ფაქტი, რომ გუშინ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში სააკაშვილი მხარდამჭერებს სთხოვდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვები არ დაესვათ, დღეს კი ევროკავშირის სამედიცინო კომისიის ვიზიტს ითხოვს, მის პოლიტიკურ არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს.

„თუ ამდენს წერ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მხარდამჭერებმა რა ნამუსით არ გკითხონ? თუ ხალხს ამისკენ მოუწოდებ, შენ რატომ წუწუნებ ამ ჯანმრთელობაზე? მაგრამ ვინაიდან შეჩვეული ვარ ჩემი კოლეგებისგან არათანმიმდევრულ ქმედებებს (და „ნაცმოძრაობა" გამონაკლისი კი არა შეიძლება მედროშე იყოს ამ თვალსაზრისით), არაფერი განსაკუთრებული ჩემთვის არ ხდება. არა იმიტომ, რომ ეს განსაკუთრებული არ არის. როგორ შეიძლება ერთი დღის განმავლობაში საჯაროდ 2 სხვადასხვა რაღაცის თქვა? მაგრამ იმდენად შეჩვეულია ამას საზოგადოება, რომ არავის უკვირს. პირიქით, რამე თანმიმდევრული რომ გააკეთონ ერთი კვირის განმავლობაში, ეს უნდა გვიკვირდეს", - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×