რეზონანსი
22.06.2023

როგორ უნდა გამოიყვანო მწყობრიდან შემოქმედებითი ხალხი, რომ პროკურატურას მიმართონ. ამ ხალხის წიაღში ვარ გაზრდილი და პირველად გავიგე, რომ ეს ადამიანები გაერთიანდნენ და პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას ვამცნო, რამ გამოიწვია ჩემი უკიდურესი გაღიზიანება. არის უფლებათა დამცველი ასოციაცია, რომელსაც ბატონი კობალაძე ხელმძღვანელობს და რომელიც გაკადნიერდა და უტიფრად განაცხადა, რომ კანონი არის რუსული. ოპოზიციურ ტელევიზიებს დაკვეთა აქვთ, რომ ნებისმიერი პროგრესული კანონი, რაც არ უნდა დააინიციროს „ქართულმა ოცნებამ", ყველაფერს რუსულს დაარქმევენ. სამწუხაროა, რომ პარლამენტში შეიქმნა დეპუტატთა ერთი ნაწილი, რომელიც ცხვირს არ ყოფს კანონპროექტში, არაფერს კითხულობს და პირდაპირ იძახის რომ კანონპროექტი რუსულია, ამით რას მოიგებენ ვნახოთ.

აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, რომ 2020-2021 წელს ასოციაციამ შეაგროვა სამი მილიონ რვაას ოცდაორი ათასი ლარი. მას მხოლოდ 20%-ის გახარჯვა შეეძლო. მინდა მოგახსენოთ, რომ კობალაძემ ადმინისტრაციულ ხარჯში გახარჯა 47%. მან არა თუ მოინანია ამ ადამიანების წინაშე, არამედ კომიტეტში მოსვლასაც ვერ ბედავს. ერთი კაცის მატერიალურ კეთილდღეობას, ამხელა ინდუსტრიას ვერ გადავაყოლებთ", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×