რეზონანსი
22.06.2023

ძალიან მძიმე, კოშმარული ღამე აქვს „რუსულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილს, ფაქტია და ცხადია - მათი ისტერიული გამონათქვამები სოციალურ ქსელში უკვე შეგვხდა და კიდევ უფრო მოახლოვდა მათი მარცხი ,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი აქტი გამოსცა, რომელიც არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ძალიან მნიშვნელოვანი აქტი გამოსცა პრეზიდენტმა, ოღონდ ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანისთვის გამოცემული აქტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი და მინდა მივულოცო ყველას, ნიკას მეგობარს თანამებრძოლს, გულშემატკივარს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუნდაც განსხვავებული პოზიციისას მან კარგად უნდა იცოდეს, რომ მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი გამოგონილი აბსურდული ბრალით რომ არის დაკავებული, ასე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ. ახლა მნიშვნელოვანი ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, რაზეც ასევე ჩვენი დიპლომატები დასავლელი პარტნიორები საუბრობენ ღიად, იგივე ევროპარლამენტის პრეზიდენტი სხვადასხვა რეზოლუციებია მიღებული და შემდეგ უკვე ყველამ ერთად უნდა გავათავისუფლოთ ამ რუსული რეჟიმისგან ჩვენი ქვეყანა. გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე ძალიან სერიოზული მძიმე დარტყმა მიიღო ახლა რუსულმა პარტიამ და მე დარწმუნებული ვარ ნიკა გვარამიასთან ერთად კიდევ უფრო გაიოლდება რუსულ;ი პარტიის დამარცხება",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×