რეზონანსი
22.06.2023

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში განაცხადა. ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს თუ მასზე იქნება თავდასხმა

დეკანოიძემ გადაცემაში ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის მისამართით შესაძლო, მოსალოდნელ აგრესიაზე. მისი თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება „ძალიან მნიშვნელოვანია".

დეპუტატის განცხადებით, ყოველთვის სჯეროდა, რომ პრეზიდენტი მივიდოდა შეწყალების გადაწყვეტილებამდე, თუმცა ელოდებოდა, რომ ეს მოხდებოდა შემოდგომაზე.

„არ ველოდი ასე, ვფიქრობდი შემოდგომისკენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ შეიწყალებდა და ძალიან ბევრი კრიტიკაც დავიმსახურე ამასთან დაკავშირებით, „ტყუილად მოლოდინს ამყარებთ" და ა.შ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც მართლაც უდანაშაულოა, არის თავისუფალი.

ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს თუ მასზე იქნება თავდასხმა. შემიძლია, ვთქვა ეს ღიად, ძალიან ხმამაღლა, როგორც ქალმა დეპუტატმა და პოლიტიკოსმა, რომ ჩვენ დავიცავთ იმ უსამართლო თავდასხმისგან, რომელიც იქნება მასზე, ეს შემიძლია ვთქვა, ძალიან გულწრფელად, ღიად, ყოველგვარი ზემდეტი კეკლუცობის გარეშე", - განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×