რეზონანსი
23.06.2023

ადვოკატთა სახლის გახსნა არაერთი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს დღევანდელობაში. მჯერა, ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარება ხელს შეუწყობს საქმიანობის მაღალ დონეზე შეუფერხებლად განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის, „ადვოკატთა სახლის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში, ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.

„სასიხარულოა, მონაწილეობა მივიღო დღევანდელ ღონისძიებაში. გულითადად გილოცავთ ადვოკატის სახლის გახსნას. თქვენი ასოციაცია, რომელიც 5 ათასზე წევრზე მეტს აერთიანებს, ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ზოგადად დამოუკიდებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. ადვოკატების ყოველდღიური შრომით, თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ დემოკრატიისა და სამართლებრივი სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

ადვოკატთა სახლის გახსნა არაერთი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს დღევანდელობაში. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარება მჯერა, ხელს შეუწყობს თქვენი საქმიანობის მაღალ დონეზე შეუფერხებლად განხორციელებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ე.წ. მართლმსაჯულების უბნის კონცეფციის რეალობად ქცევისა. მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქალაქო და რაიონული პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციის ერთ არეალში განთავსება წაახალისებს ზოგადად იურიდიულ პროფესიებს შორის დიალოგს და თანამშრომლობას.

დარწმუნებული ვარ, ეს კონცეფცია ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის სავიზიტო ბარათად იქცევა. ასევე მინდა, აღვნიშნო, ყველასთვის სასიხარულოა ახალი სათავო ოფისის შენობა, რომლის დიზაინმაც მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო და ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა შეემატება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×