რეზონანსი
23.06.2023

პოლონეთში, ავარიის შედეგად, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქის პროვოცირებით მოხდა, 8 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის შედეგად დაშავებულები არიან ორსული და სამი ბავშვი.

წინასწარი დასკვნის მიხედვით, 24 წლის ქართველი, რომელიც "რენოს" მარკის ავტომობილს მართავდა, მოპირდაპირე ზოლში გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დარტყმის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც მართავდა „რენოს“ და მისი ორი მგზავრი, ასევე, მეორე ავტომობილში მსხდომი 5-წევრიანი ოჯახი დაიღუპნენ.

წყარო: TV25

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×