რეზონანსი
23.06.2023

მჯერა, რომ საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას არ ჰგონია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ევროინტეგრაციასთან კავშირში იყოს.

„ქართული ოცნების" ხელისუფლება ევროინტეგრაციის მიმართულებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია. თუკი რაიმე ხელშესახები პროგრესი იქნა ამ მიმართულებით მიღწეული, იყო „ქართული ოცნების" პერიოდში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველ ხალხთან ერთად, აუცილებლად გაგვიხარდება კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომში ევროკავშირის წევრობაც.

როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე საკმაოდ დიდ პრობლემებს. გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, რომელიც მუშაობს ევროინტეგრაციის საკითხებზე, მჯერა, რომ ყველა საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებით ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას, მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევასა და შეწყალებას კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×