რეზონანსი
23.06.2023

„ნაცმოძრაობაში" გონიერი ლიდერების დეფიციტია და ვფიქრობ, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ციხეში გატარებული ერთი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, გვარამია შეცვლილია და შესაძლოა, მასთან თანამშრომლობის რესურსი არსებობდეს.

„ვუსმენდი გვარამიას განცხადებებს გუშინ, შეცვლილი მომეჩვენა და მინდა დავიჯერო, რომ კარგისკენ არის შეცვლილი და ერთწლიან პატიმრობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ცუდი იქნება ციხეში ერთი წელი იჯდე, არაფერში არ შეიცვალო და იგივე დაპირისპირება გააგრძელო, შენთვის არმოსაწონი ადამიანების დაბლოკვა და ა.შ. ვფიქრობ, არსებობს შანსი გვარამია სათანამშრომლოდ შეცვლილი იყოს, რთულად წარმომიდგენია, ადამიანი ერთი წელი ციხეში იჯდე, ტელევიზორს უყურებდე, ფიქრობდე და ვერ მიხვდე იმას, რომ ჩვენ „ქოცებთან" შეკრული არ ვართ, რასაც აქამდე გვაბრალებდა და რა არგუმენტითაც დაბლოკილები ვიყავით მის არხზე. ამიტომ იმედი მაქვს, მას შემდეგ რაც დაისვენებს, მოგვეცემა საშუალება მშვიდად ვილაპარაკოთ იმის გათვალისწინებით, რომ მასში ციხემ რაღაც გარდატეხა და ცვლილება მოახერხა",- განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რამდენად ხედავს გვარამიას პოლიტიკაში, ხვიჩია ამბობს, რომ გვარამიას თუ სადმე ხედავს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის გვერდით.

„ნაცმოძრაობიდან" გვარამიას გამიჯვნა რთული იქნება და მას არც მოუცია საფუძველი, ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობას ემიჯნება და სხვა პარტიას ამყარებს. ვფიქრობ, „ნაცმოძრაობაში"არსებობს გონიერი ლიდერების დეფიციტი და გვარამიას ვფიქრობ, უნდა ჰქონდეს ეს ამბიცია, რომ „ნაცმოძრაობას" ოდნავ მეტი ჭკუა ჰქონდეს საჯარო ურთიერთობების დროს. „ნაცმოძრაობას" აქვს ერთი ფლანგი ჩემი აზრით და ამ ფლანგს ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, მე თუ ვხედავ სადმე „ნაცმოძრაობაში" ნიკა გვარამიას, ვხედავ მიხეილ სააკაშვილის გვერდით და არა სხვა რომელიმე ფლანგზე", - განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×