რეზონანსი
23.06.2023

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო.

„ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე", - აღნიშნულია კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის განცხადებაში, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ.

კლიუჩევსკაია, რომელიც თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლისაა, ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია ევრაზიაში. ის ბოლოს ოქტომბერში ამოიფრქვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×