რეზონანსი
23.06.2023

აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა 22 ივ­ნისს და­ა­დას­ტუ­რა, რომ წყალ­ქვე­შა ნავ­მა „ტი­ტან­მა" კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ად­მი­რალ ჯონ მა­უ­გე­რის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, ცხედ­რე­ბი ვერ იპო­ვონ, რად­გან ოკე­ა­ნე­ში, კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას, „წარ­მო­უდ­გენ­ლად მკაც­რი გა­რე­მოა".

ბრი­ფინ­გი­სას აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ძი­ე­ბო არე­ალ­ში „ტი­ტა­ნის" ხუთი ნა­წი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ჯერ ად­რეა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რო­დის მოხ­და აფეთ­ქე­ბა. მათი თქმით, ჯერ კი­დევ ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს იმა­ზე, თუ რო­გორ, რა­ტომ და რო­დის მოხ­და ეს კა­ტას­ტრო­ფა.

მე­დია ამ თე­მა­ზე კი­ნო­რე­ჟი­სორ ჯე­იმს კა­მე­რო­ნის კო­მენ­ტა­რით და­ინ­ტე­რეს­და (კა­მე­რონ­მა 1997 წელს ლე­გენ­და­რუ­ლი ფილ­მი "ტი­ტა­ნი­კი" გა­და­ი­ღო).

რო­გორც რე­ჟი­სორ­მა BBC-სთან თქვა, როცა შე­ი­ტყო, რომ ნავ­მა ნა­ვი­გა­ცი­აც და კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ერ­თდრო­უ­ლად და­კარ­გა, მა­შინ­ვე ეჭვი გა­უჩ­ნდა, რომ კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და.

"ძვლებ­ში ვიგ­რძე­ნი, რაც მოხ­და. მისი ელექტრო­ნი­კის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის და GPS-ის სის­ტე­მის ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, წყალ­ქვე­შა ნავი გაქ­რა. ეგ­რე­ვე ტე­ლე­ფო­ნი ავი­ღე და ზო­გი­ერთ ჩემს ნაც­ნობს და­ვუ­რე­კე, ისე­თებს, ვინც წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის სა­კი­თხში გარ­კვე­უ­ლია.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში შემ­დე­გი ფაქ­ტე­ბი გა­ვი­გე: ისი­ნი სიღ­რმე­ში ეშ­ვე­ბოდ­ნენ, 3800 მეტ­რის სიღ­რმის ფსკერ­ზე. კო­მუ­ნი­კა­ცია და ნა­ვი­გა­ცია, რა­ი­მე კა­ტას­ტრო­ფა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ისე არ და­ი­კარ­გე­ბო­და. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვი­ფიქ­რე, აფეთ­ქე­ბა იყო", - ამ­ბობს კა­მე­რო­ნი.

რე­ჟი­სორ­მა ასე­ვე თქვა, რომ სა­ში­ნე­ლი ირო­ნი­აა "ტი­ტა­ნის" და მისი ეკი­პა­ჟის ასე­თი გა­ნად­გუ­რე­ბა და მას ტი­ტა­ნი­კის ის­ტო­რი­ას ადა­რებს: "კი­დევ ერთი კა­ტას­ტრო­ფა გვაქვს, რო­მე­ლიც იმა­ვე გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის პრინ­ციპ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. OceanGate გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ", - თქვა კა­მე­რონ­მა.

კა­მე­რონ­მა ისიც დას­ძი­ნა, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყალ­ქვე­შა მოგ­ზა­უ­რო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან კომ­პა­ნი­ამ წე­რი­ლიც მი­ი­ღო, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ის "კა­ტას­ტრო­ფის­კენ მი­მა­ვალ გზას ადგა".

კა­მე­რო­ნი პირ­ვე­ლი არაა, ვინც კომ­პა­ნი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს. აშშ-ის სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ Oceangate-ის სა­ზღვაო ოპე­რა­ცი­ე­ბის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა წყალ­ქვე­შა ნა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2018 წელს გა­მოთ­ქვა პრე­ტენ­ზია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×