რეზონანსი
25.06.2023

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდება, ,,ვაგნერი” თავის ბანაკში დაბრუნდება, პრიგოჟინი კი ბელარუსში წავა.

„მიღწეულია შეთანხმება, რომ ვაგნერელები გაემგზავრებიან საველე ბანაკებში, თავად პრიგოჟინი კი - ბელორუსიაში. ხელისუფლება არ დევნის იმ ვაგნერელებს, ვინც მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში, მათი წინა ხაზზე დამსახურების გათვალისწინებით“, - განაცხადა პესკოვმა.

სააგენტო „ტასს”-ის ცნობით, პესკოვმა არ იცის, რას გააკეთებს პრიგოჟინი ბელარუსში.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს.

მან ასევე თქვა, რომ ეს წინადადება მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც დღევანდელ მოვლენებში არ მონაწილეობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×