რეზონანსი
25.06.2023

„გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძე, გახარია, გირჩელები, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„როცა ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ გაჩუმდე. გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე, საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე. იყო მთელი რიგი განცხადებები სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც ამდენი ხანი გულში ინახავდნენ. ეს არის ნაცმოძრაობის კოლექტიური სახე. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები, რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების სათავეში გუშინ, ქვეყანას უბედურებაში გახვევდნენ. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×