რეზონანსი
25.06.2023

დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ოპოზიციამ თუ არ გადადგა ნაბიჯები ერადიკალიზაციისკენ, რა თქმა უნდა, ეს პუნქტი ვერ შესრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რა თქმა უნდა, ამით ღვივდება პოლარიზაცია. შესაბამისად ჩვენს ხელში არ არის ამ პუნქტის შესრულება. ჩვენ რაც შეგვიძლია შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება. ჩვენი მხრიდან რაც არის შესაძლებელი ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, კანონი ორი მოსმენით მივიღეთ. მესამე მოსმენით ჯერჯერობით არ ვიღებთ, დაველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს პოზიციას და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თუ ამა თუ იმ ფორმით მოიხსნება ეს საკითხი 12 პუნქტიდან და ევროკავშირის დღის წესრიგიდან, ჩვენ ამ კანონს არ მივიღებთ. თუ დარჩება ძალაში მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რაც თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს კანონის მიღება, თუმცა დეკემბრამდე ეს საკითხი არ განიხილება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×