რეზონანსი
25.06.2023

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდას რუსეთში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა, - ამის შესახებ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ლიდერებმა განიხილეს რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესაძლო გავლენა უკრაინის ომზე. მათ ასევე დაადასტურეს თავიანთი ერთგულება და სიმტკიცე, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რათა მან შეძლოს სრული სუვერენიტეტის აღდგენა", - ნათქვამია განცხადებაში.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, ამის შემდეგ მაკრონი დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×