რეზონანსი
25.06.2023

თბილისში 1986 წლის 14 აპრილს დაბადებულ თემურ სხირტლაძეს ეძებენ. როგორც ოჯახის წევრები "მთავარი არხის" ვებგვერდთან ამბობენ, 15 ივნისს, კამერებმა დააფიქსირა, რომ მას შავი შარვალი, შავი მაისური და შავი ფეხსაცმელი ეცვა თეთრი ძირით.

ცნობილია, რომ ის მეტრომშენის დასახლებაში, მეუღლესთან ერთად, მეტრომშენის დასახლებაში ცხოვრობს.

მათივე ინფორმაციით, ის 13 მაისს პოლონეთში წავიდა, 13 ივნისს კი ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა, რის შემდეგაც მეგობრებმა 14 და 15 ივნისს, დღის საათებში ნახეს.

"ერთმა გოგომ გვითხრა, რომ 20 ან 21 ივნისს ნახა, მაგრამ იმ ადგილის კამერებით ვერ იპოვეს, ანუ ვერ დასტურდება, რომ მართლა ნახა... ამის მერე აღარავის უნახავს", - ამბობენ ოჯახის წევრები.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×