რეზონანსი
25.06.2023

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „ვაგნერის" რაზმების დისლოკაციის პუნქტში დაბრუნების შემდეგ, სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავი RA-96021 მოსკოვში დააბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ" არხ ВЧК-ОГПУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია ერთ-ერთ საპრეზიდენტო თვითმფრინავზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 24 ივნისს ვნუკოვოს აეროპორტიდან სანკტ-პეტერბურგში სასწრაფოდ ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც „ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.

ВЧК-ОГПУ-ის ცნობით, თვითმფრინავი ТУ-214ПУ მოსკოვის აეროპორტში 25 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე დაეშვა.

„თვითმფრინავის სახელწოდებაში "ПУ" ნიშნავს, რომ მასზე დამონტაჟებულია საკონტროლო პუნქტი - იგივე „წითელი ღილაკი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×