რეზონანსი
25.06.2023

„ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა „მთავარი არხის" სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ დასაქმებულია და ხელფასიც ჰყოფნის.

ზარქუას განცხადებით, იმედი აქვს, რომ სიუჟეტის ავტორებს, რომლებმაც რეალური ვითარება აჩვენეს, სამსახურიდან არ გაუშვებენ. მისივე თქმით, იმას, რომ უმუშევრობა მინიმუმამდეა შემცირებული, საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს.

„მეგობრებო გიზიარებთ მთავარი არხის სიუჟეტს დასაქმებაზე! იმედია, ამ სიუჟეტის ავტორსა და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ ამ საინტერესო და ობიექტური სიუჟეტის გამო!

სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა, თუმცა კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც!", - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×