რეზონანსი
25.06.2023

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხის" ვებგვერდს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი უდასტურებს.

შეგახსენებთ, რომ სერგო შუბითიძე "ფორმულასთვის" მიცემული სკანდალური ინტერვიუში აცხადებდა, რომ გამოძიების დროს ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი გამომძიებელი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა.

23 წლის პროგრამისტის ოჯახი კი აცხადებს, რომ შუბითიძის საჯარო განცხადებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ თამარი მოკლულია და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×