რეზონანსი
25.06.2023

ვლადიმირ პუტინის მოკავშირეთა რიცხვი მცირეა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც.

ბელარუსის შემდეგ, დღეს, რუსეთის პრეზიდენტს დახმარება ჩრდილოეთ კორეამ შესთავაზა - ოფიციალურმა ფხენიანმა მოსკოვს უთხრა, რომ შეიარაღებული ამბოხის ჩახშობაში დაეხმარება, თუმცა ჩრდილოეთ კორეას დააგვიანდა, რადგან ვაგნერელებმა რუსეთის ტერიტორია ოფიციალური ინფორმაციით უკვე დატოვეს.

პუტინის დახმარება დააგვიანდა კადიროვსაც, რადგან როსტოვის ოლქში ვაგნერელების წინააღმდეგ საბრძოლველად წასული კადიროველები დანიშნულების ადგილზე დღეს ჩავიდნენ. კადიროველებმა ვიდეოც გაავრცელეს, პრიგოჟინსაც დაემუქრნენ, თუმცა სამიზნეები ვეღარ იპოვეს და გადაწყვიტეს ისევ დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.

"ჩვენ ახლა ქალაქ კალომინის ხიდზე ვიმყოფებით და ვითარებას ვაკონტროლებთ. აქ ისინი არ არიან, სამშობლოს მოღალატეები. ვინც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მათ შევაჩერებთ. შევასრულებთ ყველა დავალებას, რასაც ჩვენი ლიდერები ვლადიმერ პუტინი და რამზან კადიროვი მოგვცემენ," - აცხადებენ ე.წ. კადიროველები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×