რეზონანსი
26.06.2023

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ქადაგებისას ეროვნული კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და კინემატოგრაფების პროტესტს გამოეხმაურა. მისი აზრით, "არაფრის შემქმნელებმა და ნულებმა" წამოიწყეს პროცესი, თითქოს მათ შემოქმედების შეზღუდვას უწესებენ. 

მეუფე სტეფანე ამტკიცებს, რომ პროტესტის მონაწილე რეჟისორებს ღირებული არაფერი გადაუღიათ და ხალხმა საერთოდ არ იცის მათი ფილმები. 

სასულიერო პირმა თქვა, რომ თანამედროვე ქართულ ფილმებში გაუჭირდა ისეთის ნახვა, რომელიც მისი აზრით, ადამიანს არ დააზიანებს, რადგან აწყდებოდა უხამსობას და იდეოლოგიურ დივერსიებს.

"გუშინ შევხედე ტელევიზორს და მოკლედ არ ვიცი, რეჟისორები აწერიათ, რაღაცები, არც ერთი არ ვიცით ვინ არის, საერთოდ, და თუ ვინმეს უნახავს კიდევ ფილმი, რომელიც მათი გადაღებულია ეგეც საინტერესოა. იბრძვიან იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და თითქოს ღირებულებას რამეს ქმნიდნენ და კაცი შვილმა არ იცის რა გააკეთეს. მე სპეციალურად ვცდილობდი ხოლმე, რომ რა გადაიღეს ქართულად, ქართული ფილმი მენახა ხოლმე და წავაწყდებოდი უხამსობას, რაღაც უაზრობას, იდეოლოგიურ დივერსიებს. გამიჭირდა, რომ ქართული ფილმი მენახა ისეთი, რომელიც არ დააზიანებს ადამიანს. 

ესენი ახლა დგანან და ყვირიან, რომ თითქოს მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაც თავისუფლად შემოქმედები იყვნენ. ხალხისთვის გადაღებული ფილმი სხვა არის და ფესტივალისთვის სხვა არის, იმიტომ, რომ ფესტივალს შემკვეთი აქვს,იმას უნდა, რომ თავისი რაღაც იდეოლოგია გაატაროს, ამისთვის ითხოვს, რომ აუცილებლად იყოს იქ ლგბტ, აუცილებლად უნდა იყოს გენდერული რაღაცები, უნდა იყოს შავკანიანი ადამიანი, როგორც დადებითი პერსონაჟი და არავითარ შემთხვევაში უარყოფითი პერსონაჟი არ უნდა იყოს და უნდა იბრძოდე, მთელი სულისკვეთება ბრძოლისა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, რაც იდეოლოგიურად ჩამოგითვალეთ, რომ ამისი გამარჯვება მოხდეს და ღმერთის ხსენება არ შეიძლება", - ამბობს მეუფე სტეფანე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×