რეზონანსი
26.06.2023

ხელისუფლება სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებზე - რადიკალური ოპოზიცია რომ საზოგადოებას პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციას "პრიგოჟინის იმედად" მყოფი უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას და "ქართული ოცნების" ლიდერებს სწორი რეაგირება ჰქონდათ.

"როგორც ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას და ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. ეს ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა პრიგოჟინის იმედად მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და ჩათვალა, რომ ხელისუფლების ნაცვლად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, თითქოს მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყანასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აკეთებს დაუფიქრებელ, გაუთვლელ განცხადებებს და ითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც გაუთვლელია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვთ ზედაპირული წარმოდგენა და არ ესმით, სინამდვილეში რას ნიშნავს ეროვნული ინტერესის და უსაფრთხოების დაცვა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულმა ლიდერმა აბსოლუტურად სწორი, ადეკვატური და პასუხისმგებლიანი რეაგირება მოახდინა ამ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, "უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას აქვს კანონით დადგენილი თავის წესი და პროცედურა და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ამ წესების სრული დაცვით, საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა."

"რადიკალური ოპოზიცია რომ პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას საზოგადოებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე. ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას და ადეკვატურად მოქმედებს საგარეო რისკებთან, საერთაშორისო რისკებთან მიმართებით, რომელიც ახლა ამ რთული ომის და რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში არის ჩვენს რეგიონში," - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×