რეზონანსი
26.06.2023

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძის განცხადებით რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ოსალივანის საქართველოში ვიზიტი სკანდალად მონათლოს.

„საქართველო საერთაშორისო წესებსა და დადგენილ პირობებს იცავს. საქართველო არ ყოფილა და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ფაქტებსა და კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებს, რომ ეს წესები დაცულია საქართველოში. რადიკალურ ოპოზიციას მცდელობები ექნება, რომ ეს ვიზიტი სენსაციად და სკანდალად მონათლოს, მაგრამ ეს არის საქმიანი ვიზიტი და ხელისუფლებას საქმიანი პასუხები ექნება. საქართველოს ხელისუფლებას პასუხები აქვს ყველა კითხვაზე, რომელიც საერთაშორისო საკითხებს, სანქციებს თუ უსაფრთხოებას ეხება. ჩვენი ნებისმიერი პარტნიორი ინფორმაციებს მიიღებს. საქართველო არ ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ასეთი შეხვედრები და ვიზიტები ყველა პარტნიორ ქვეყანაში პერიოდულად იმართება, რათა ინფორმაცია სრულად იყოს გაზიარებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ოსალივანი ორდღიანი ვიზიტით დღეს თბილისს ეწვევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×