რეზონანსი
26.06.2023

ეროვნული ბანკი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია და მასზეა დამოკიდებული საფინანსო სექტორის სტაბილურობის საკითხი. ამიტომაც იყო, რომ ამ პერიოდში, როდესაც წარმოსადგენი იყვნენ კანდიდატები და ა.შ., ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა პრეზიდენტს, პარლამენტთან, მთავრობასთან თანამშრომლობით, გადაედგა რაც შეიძლება ფაქიზი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ნაბიჯები უკვე არის გარკვეული დარტყმა საფინანსო სექტორისთვის, ვინაიდან შემოაქვს დაბნეულობა და გაურკვევლობა.

„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ვეტო, რომელიც არის რადიკალური ნაბიჯი. შემდეგ კანდიდატები დემონსტრაციულად წარმოადგინა, რომელზეც არც კი გვქონდა გამართული წინასწარი კონსულტაციები. თავად ეს ნაბიჯებიც უკვე არის გარკვეული დარტყმა საფინანსო სექტორისთვის, ვინაიდან შემოაქვს დაბნეულობა და გაურკვევლობა მდგომარეობაში, რომელიც, სხვათა შორის, არსებობდა იმის გამო, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შერჩევის პროცედურა არ იყო კანონით დადგენილი და ჩვენ ეს ბუნდოვანება აღმოვფხარით.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთ მნიშვნელოვან ინსიტიტუტებთან დაკავშირებით, სხვა სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ჩართული არიან ამა თუ იმ წევრების შერჩევაში, რაც შეიძლება მჭიდრო კონსულტაციაში იყვნენ. ცალმხრივად ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი, ვერ ექნება რაიმე პერსპექტივა ასეთ დამოკიდებულებას როგორც ეროვნული ბანკის, ისე პარლამენტის მიმართ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×