რეზონანსი
26.06.2023

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ოსალივანისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩის ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტს.

„ძალიან საინტერესო იქნება ჯიმ ობრაიენისა და დევიდ ოსალივანის განცხადებები მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოში ვიზიტით ჩამოვლენ და შეხვდებიან ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვინც პასუხისმგებელი არიან ზუსტად საერთაშორისო სანქციების შესრულებაზე. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციებს არ უერთდებიან და ამ დროს ჩნდება პრობლემა სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების გამოყენების კუთხით, რუსეთის მხრიდან, პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული პოლიტიკის შედეგად რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების აცილების კონტექსტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების დასანქცირება, რაც იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომ მათი ვიზიტი, განსაკუთრებით ამ პირობებში და განსაკუთრებით ობრაიენის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებაა ძირითადად პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება საერთაშორისო სანქციების განხორციელების და შესრულების კონტექსტში.

არ მაქვს ინფორმაცია, ვიზიტის ფარგლებში ხვდებიან თუ არა ოპოზიციას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, პირველ რიგში, საერთაშორისო სანქციების შესრულება. ჩვენ ვიცით, რომ ელექტრონულ ტვირთებზე და გადაზიდვაზე ამ კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემებია",- განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×