რეზონანსი
26.06.2023

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთში 23-24 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსის განცხადებები სამარცხვინო იყო და საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან საშიში არიან.

როგორც კალაძე აცხადებს, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს.

"როდესაც არის გამოწვევები მსოფლიოში, რეგიონში, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, იყოს სწორი, უტყუარი ინფორმაცია საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მოწვევა-არმოწვევას, ამ გადაწყვეტილებასაც, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი იღებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც შემოდის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. რა თქმა უნდა, ყოველთვის, რა რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს, იქნება გატარებული ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები პირველ რიგში. სამარცხვინო იყო ის განცხადებები და თუნდაც სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება იმაში, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიში არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის," - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×