რეზონანსი
26.06.2023

უგულავას განცხადებაზე შესაბამისი კომენტარი იმ ევროპარლამენტარებმაც უნდა გააკეთონ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა იქნება საქართველოში პოლარიზაციის შემამცირებელი, სინამდვილეში ეს პირიქით არის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„უგულავას ეს სიტყვები მარტო მას არ ეკუთვნის. ეს მთლიანად რადიკალური ოპოზიციის პოზიცია და განწყობაა. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნის მტრები არიან. მათ მარტო პოლარიზაცია და არეულობა აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში. ამ განცხადებებზე ვფიქრობ, რომ შესაბამისი კომენტარი იმ ევროპარლამენტარებმაც უნდა გააკეთონ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა იქნება აქ პოლარიზაციის შემამცირებელი, სინამდვილეში ეს პირიქით არის",- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, „ქოცები" ბოლომდე გადაჯეჯილდებიან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×