რეზონანსი
26.06.2023

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის.

მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუს ტურისტებს, ყვავილებით ხელში ხვდებოდა და დღეს საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლას, გაბრაზებული სახეებით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აპროტესტებენ.

„ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერი არ არის. 2008 წლის ომის შემდეგ, მესამე-მეოთხე დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები აეწყოთ და კონცერტები გაემართათ საქართველოში. პირდაპირ მოუწოდებდნენ რუს ტურისტებს ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე, სააკაშვილი ყვავილებით ხელში ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა მათ ჩამოსვლასაც და დღეს ისევ ეს ადამიანები გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ, თურმე როგორ შეიძლება რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ეს ადამიანები არიან ფარისევლები.

საქართველოს ხელისუფლება ატარებს პირველ რიგში, მისი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესს. ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. ეს არის ჩვენი მიდგომა, დამოკიდებულება. ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანთ, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა," - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×