რეზონანსი
26.06.2023

პრიგოჟინმა შეატყო, რომ მას რაღაც ელოდა და დაასწრო, ვა-ბანკზე წავიდა , - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, „ჯეოქეისის" მკვლევარმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რითაც რუსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, რუსეთში მომხდარი მოვლენები საკმაოდ აბსურდულია, თუმცა რუსეთისთვის დამახასიათებელი.

„ის არის საკმაოდ ჭკვიანი, ცბიერი, გამოცდილი მენეჯერი. ის სამხედრო არაა, არც სამხედრო განათლება აქვს და არც სამხედრო დაგეგმარებით გამოირჩევა. მას ჰყავს შესაბამისი კადრი, ვინც დაგეგმარებას ახორციელებს და საომარ მოქმედებებსაც ახორციელებს. მისი პირველი ბირთვი იყო „გრუ"-ს სპეციალური დანაყოფის ძირითადი მებრძოლები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილებაც აქვთ და კარგად მომზადებულებიც არიან.

პრიგოჟინმა შეატყო, რომ მას რაღაც ელოდა და დაასწრო, ვა-ბანკზე წავიდა. პრიგოჟინი იყო პიროვნება, ვისაც გაჩნდა ფული, ჰყავდა ჯარი, ჰქონდა ამბიცია და ჰქონდა სახელი. სოლედარი აიღო „ვაგნერმა", ბახმუტი აიღო „ვაგნერმა", ეს ძალიან დიდი სახელია. სხვათა შორის ბახმუტში გაჭიანურებულმა ბრძოლამ საშუალება მისცა რუსებს, სხვა თავდაცვითი ზღუდეები მოეწყოთ. დროში მოაგებინა და შესაბამისად სახელიც ჰქონდა. 2024 წელი მოდის და არის პიროვნება, რომელსაც გააჩნია ყველაფერი ნებისმიერი მაღალი სახელმწიფო თანამდებობისთვის. არ გამიკვირდება, რომ ვითომ კეთილისმოსურნეების რჩევაც ყოფილიყო, რომ „გვერდში გიდგავართ, შენ დაიწყე და აგყვებით".

სამხედრო გათვლებიო რომ ავიღოთ: 25 ათასი ჰყავდა პრიგოჟინს, რაღაც ნაწილით როსტოვი დაიკავა და რაღაც ნაწილი იქ დარჩა, რაღაც ნაწილი არ შეუერთდა ამ გადაადგილებაში, რაღაც მიმართულებებზე ბლოკირებები განახორციელა, როგორც თვითონ ამბობს სამხედრო აეროდრომების და განლაგებების. ანუ მოსკოვამდე მიდიოდა დაახლოებით 5-8 ათასი კაცით. 40-60 ათასი კაცით 70 ათასიანი ბახმუტი ვერ აიღო და 8 მილიონიანი ქალაქის აღებას აპირებდა? - სურათი საკმაოდ აბსურდულია, თუმცა რუსეთისთვის დამახასიათებელი", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×