რეზონანსი
26.06.2023

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, რუსი სამხედროები ნებისმიერ ფასად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის არდაშვებას ან მის არსებით შენელებას და გართულებას შეეცდებიან.

„რუსი სამხედროები გაცილებით უკეთ არიან მოტივირებულები არ დააბრუნონ დაკავებული ტერიტორია, ვიდრე გააგრძელონ უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპირების მცდელობები", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციის ამოცანაა, კაშხლების აფეთქებით, ველების დანაღმვით, უწყვეტი სროლით, დივერსიებით, საინფორმაციო ესკალაციით და „ბირთვული რიტორიკით" შეაჩეროს დაწყებული კონტრშეტევა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×