რეზონანსი
27.06.2023

პრი­გო­ჟი­ნის "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარშმა“, მოს­კოვ­ზე მინი-გა­ლაშ­ქრე­ბამ და იმ დროს გა­ჩე­რე­ბამ, როცა რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქამ­დე 200 კმ იყო დარ­ჩე­ნი­ლი, იმა­ზე მეტი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა, ვიდ­რე მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა პი­რო­ბე­ბით მორ­ჩა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა და რას შე­პირ­დნენ პრი­გო­ჟინს, თუმ­ცა მე­დი­ა­ში არა­ერთ ვერ­სი­ა­ზე მსჯე­ლო­ბენ.

26 ივ­ნისს, ბე­ლა­რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი მინ­სკში, სას­ტუმ­რო Green City-ში შე­ნიშ­ნეს. გარ­და ამი­სა, "ვაგ­ნე­რის“ მი­ღე­ბის ცენ­ტრე­ბი, სა­დაც მო­ხა­ლი­სე­ებს შე­უძ­ლი­ათ ჩა­წე­რა, მთე­ლი რუ­სე­თის ფარ­გლებ­ში, ისევ ამუ­შავ­დნენ. ამ ორმა გა­რე­მო­ე­ბამ, რუ­სებს ცოტა თავ­გზა აუბ­ნია. მათ ვე­ღარ გა­უ­გი­ათ, პრე­ზი­დენ­ტის მუ­ქა­რა, პირ­გო­ჟი­ნის­თვის 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვერმ­ტფ­რე­ნე­ბი და და­ხო­ცი­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ასე და­უს­ჯე­ლად შერ­ჩა "ვაგ­ნე­რის“ ლი­დერს?! მსჯე­ლო­ბენ იმა­ზე, რომ იქ­ნებ, შერ­ჩე­ნა-არ შერ­ჩე­ნა­ზე სუ­ლაც არ არის სა­უ­ბა­რი და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მო­რი­კი "ტრი­უ­კი“ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

"რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს, "ვაგ­ნე­რის“ ბე­ლა­რუს­ში გა­დას­რო­ლა - წი­ნას­წარ გათ­ვლი­ლი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო იყო არა მხო­ლოდ რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ბის­თვის "მი­ე­ყი­დათ“, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. უბ­რა­ლოდ რომ გა­და­ეს­რო­ლათ იქ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლის გა­და­ცე­მის შემ­დეგ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ჭარ­ბე­ბულ ხმა­ურს გა­მო­იწ­ვევ­და“ - წერს ერთ-ერთი რუ­სუ­ლი არხი "ტე­ლეგ­რამ­ზე".

გავ­რცელ­და ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბე­ლა­რუს­ში არამ­ხო­ლოდ პრი­გო­ჟი­ნი, არა­მედ მთლი­ა­ნად "ვაგ­ნე­რი“ გა­და­დის. უფრო მე­ტიც, სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, მო­გი­ლე­ვის ოლ­ქში, კერ­ძოდ კი ოსი­პო­ვიჩ­ში "ვაგ­ნე­რის“ ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის სა­ვე­ლე ბა­ნა­კის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო.

ამ სი­ახ­ლე­ებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორად გაყო. ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "ვაგ­ნე­რი“, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­ევ­ზე გა­ი­ლაშ­ქრებს, ან სტრა­ტე­გი­უ­ლი რე­ზერ­ვის სა­ხით დარ­ჩე­ბა ბე­ლა­რუს­ში. ნა­წი­ლი კი არ მი­ე­სალ­მე­ბა პრი­გო­ჟი­ნის­თვის ამ­ბო­ხის შერ­ჩე­ნას და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას ითხო­ვენ.

ბე­ლა­რუ­სის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია სა­ვა­რა­უ­დო სა­ვე­ლე ბა­ნა­კე­ბის შე­სა­ხებ.

ასე­ვე, პრი­გო­ჟი­ნის ამ­ბო­ხის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე­ე­ბი - შო­ი­გუ და გე­რა­სი­მო­ვი ამ მო­მენ­ტამ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რჩე­ბი­ან.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×