რეზონანსი
27.06.2023

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა არ ყოფილა. მისი აზრით, ეს საქმე ასეც არ უნდა წარმართულიყო. პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, რადგან ბავშვურად მოუვიდა.

„არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. მიმაჩნია, რომ ეს საქმე ასეც არ უნდა წარმართულიყო. პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, ბავშვურად მოუვიდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეშალა, ადამიანები მიდრეკილები ვართ გადაცდომისკენ. ჩვეულებრივი ადამიანია და შეეშალა.

დღეს ერთად გავიარეთ, მოწმე ერეკლე კერესელიძის გამოკითხვის ტომი და მანდ მიხვდა, რომ შეეშალა: „ვაიმე, შემეშალა“ – ასეთი რამ თქვა. „მე კი ამოვიღე ტელეფონი, მაგრამ არა ბაჩალიაშვილის ტელეფონი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×