რეზონანსი
27.06.2023

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ბერძენიშვილი ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს.

"როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა არ იკმარა ჩვენი დიდი მეფის - ერეკლე ||-ს შეურაცხყოფა და მისი ისტორიული ღვაწლის დაკნინება ქვეყნის წინაშე, ამჯერად იგი გადავიდა წმინდანების შეურაცხყოფაზე, რითაც ის კიდევ ერთხელ შეეხო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს! ეს პიროვნება, ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს, წამლავს მომავალ თაობებს! მას უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და "მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ!" - აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×